Страницы

საერთაშორისო პროექტი "Technovation Girls"

 2022 წელი

საქართველო ჩაერთო საერთაშორისო პროექტში "Technovation Girls". „ტექნოვეიშენ გოგონები“ საერთაშორისო, ტექნოლოგიურ-სამეწარმეო და საგანმათლებლო პროგრამაა, რომელიც 13 დან 18 წლის ასაკის გოგონებს აღჭურავს იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ ტექნოლოგ მეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაემხარებათ.

გოგონათა ჯგუფები, მოხალისე მენტორთან ერთად, თავიანთ საზოგადოებაში არსებული რეალური გამოწვევებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად ტექნოლოგიურ პროექტს შეიმუშავებენ. მობილური აპლიკაცის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპის შესაქმნელად ისინი პროგრამირების საწყისებს შეისწავლიან, ამასთან ერთად, გაეცნობიან მათი იდეის შეთავაზებისა და მარკეტირების გზებს.
პროექტში მონაწილეობას იღებენ: სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მართა ჩიტიშვილი და მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი ედიშერაშვილი, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: ნია ინდუაშვილი, ანანო გივიშვილი და მარიამ ბალახაძე.









გორის #8 საჯარო სკოლისა და ურბნისის სკოლის გოგონებისგან შემდგარმა გუნდმა “გოგონები შიდა ქართლიდან” მარინე ჩიტაძის მენტორობით, 2022 წლის 15 მაისს, ტექნოპარკში ინოვაციურ გოგონათა ფორუმზე Technovation girls Sakartvelo - საინტერესო პროექტი " CO Detector" წარადგინა. გოგონების პროექტი 11 საუკეთესოთა შორის შეირჩა. წარმატებული გუნდები, მათ შორის “გოგონები შიდა ქართლიდან” ივლისის თვეში გოგონათა ტექნობანაკში გაატარებენ არდადეგებს.




ექნოვეიშენ გოგონები“ კურუკულიუმი














კონკურსზე წარდგენილი მასალები:















Demo video



2022 წლის 20,21,22 ივლისს, ბათუმში, ჩატარდა Technovation Girls Sakartvelo 2022 ის საზაფხულო ტექნოლოგიური ბანაკი ფინალისტი გუნდებისთვის და მოხალისე მენტორებისთვის. ძალიან საინტერესო და აქტივობებით დატვირთული სამი დღე, საინტერესო პრეზენტატორებთან ერთად. ბანაკში მონაწილეობას იღებდა გუნდი „გოგონები შიდა ქართლიდან“, მოხალისე მენტორი-მარიკა  ჩიტაძე. გუნდი შედგებოდა ხუთი მოსწავლისგან, სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლიზი ედიშერაშვილი და მართა ჩიტიშვილი. სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნია ინდუაშვილი, ანანო გივიაშვილი და მარიამ ბალახაძე.



 








მივიღეთ პროექტ Technovation Girls 2022-ზე
წარდგენილი ჩვენი ნამუშევრის, მობილური აპლიკაციის "CO Detector" -ის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები. საკმაოდ მაღალი შეფასებები და უკუკავშირი გვაქვს, 
საშუალო ქულა არის 75.25/80









Комментариев нет:

Отправить комментарий