Страницы

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“

 2022 წელი


სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“, რომელსაც ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით. საქართველოს მასშტაბით შერჩეულია 31 სკოლა. სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექნოლოგიურ კომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ბაზრობებზე, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში. სკოლაში კლუბი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს მასში გაერთიანებულია VIII, IX, X, XI კლასის 20 მოსწავლე. კლუბს ხელმძღვანელობს კომპიუტერული ტექნოლოგიების წამყვანი მასწავლებელი და კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი მარინე ჩიტაძე. სკოლამ აირჩია კურსი „პროგრამირება პითონზე“. კურსს წაიყვანს ტრენერი დავით ჭეჭელაშვილი. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამირების საფუძვლებს პროგრამირების ენა პითონის გამოყენებით. ჩატარდა სამი შეხვედრა, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული პროექტის აქტივობებში და კიდევ მეტ სიახლეებსა და პრაქტიკულ საქმიანობას ელიან.

სილაბუსი

ფოტო მასალა

ფოტო მასალა

ფოტო მასალა

Комментариев нет:

Отправить комментарий