Страницы

"ხელოვნური ინტელექტის" კლუბი

 

2022 წელი

სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის ბაზაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამით სკოლებში „ხელოვნური ინტელექტის“ კლუბი შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის კლუბები პროექტის მიზანია ამ მიმართულებით მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება და განათლების მიღების ხელშეწყობა. პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტში სულ 30 სკოლა მიიღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს გადაეცემა არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. ამ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ. სკოლებში AI კლუბები 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ 8-12 კლასის,10-20 მოსწავლის მონაწილეობით.

ფოტო მასალა

ფოტო მასალა

ფოტო მასალა

ფოტო მასალა

ფოტო მასალა

2022 წლის 26 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრმა ამერიკის საელჩოსა და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის რობოტების სასკოლო შეჯიბრება გამართა. სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის „ხელოვნური ინტელექტის“ კლუბის შვიდი მოსწავლისაგან დაკომპლექტებული გუნდი: ლიზი ედიშერაშვილი, მართა ჩიტიშვილი, ტატო მჭედლიშვილი, ნინი ბზიშვილი, თამარ ბასიშვილი, საბა ალექსიძე, ცოტნე მიხანაშვილი. მოსწავლეები კლუბის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სწავლობდნენ რობოტების აწყობას და მათ დაპროგრამებას.

ფოტო მასალა და სერთიფიკატები

Комментариев нет:

Отправить комментарий