Страницы

ციფრული სკოლა-საქართველო


2018 წელი

 პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.

პროექტის ფარგლებში 120 სკოლის გუნდი მომზადდება, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე). მონაწილეები:

  • სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას
  • სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს
  • ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ
  • მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.

პროექტში მონაწილეობა ასევე დაგეხმარებათ:

  • სასკოლო და საკლასო კვლევა დაგეგმოთ და განახორციელოთ, მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები
  • სკოლის სამოქმედო გეგმა მოამზადოთ მომავალი სასწავლო წლისთვის
  • სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც მზადაა ციფრული ინოვაციების დასანერგად.
ჩვენი სკოლა ჩაერთო 2019-2020 სასწავლო წელს. 

პროექტში მონაწილეობა:

მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ იქნა  სკოლის 6 წევრისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც ესმის ციფრული ცვლილებების როლი საკუთარი სკოლის კონტექსტში და მოტივირებულები არიან:

  • შეისწავლონ ის ცვლილებები, რასაც ტექნოლოგიების დანერგვა განაპირობებს განათლებაში
  • განაახლონ თავისი სასწავლო პრაქტიკა, რათა მხარი აუბან ციფრულ სასწავლო ეპოქის მოთხოვნებს მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად
  • მონაწილეობა მიიღონ უკეთესი სკოლის შექმნაში, და მზად არიან 
  • ერთობლივად განახორციელონ ცვლილებები
  • გადაწყვეტილებები სასკოლო და საკლასო პრაქტიკის კვლევიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მიიღონ.
  • სკოლის გუნდი მოიცავს: სკოლის დირექტორს, ინფორმაციულ მენეჯერს და მასწავლებლებს.

    სკოლის გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგში. გუნდები:

    • ჩამოაყალიბებენ საერთო ხედვას და სკოლის ციფრული ინოვაციის შესახებ იდეებს გაუზიარებენ ერთმანეთს
    • ციფრული ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის თვით-შეფასების რეპორტს შექმნიან, ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პრაქტიკაში საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს გაანალიზებენ
    • სპეციალური ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის ციფრულ სტრატეგიას შექმნიან და ონლაინში განათავსებენ
    • სკოლის ციფრულ დღის წესრიგს პოპულარიზებას გაუწევენ სასკოლო საზოგადოებაში, მათი თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად
    • ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს, სერვისებსა და მასალებს გაეცნობიან ინოვაციური ციფრული სასწავლო პრაქტიკის დასანერგად
    • ინოვაციურ პრაქტიკას სხვა სკოლებს გაუზიარებენ მათთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

პროექტის ფარგლებში 2019 წელს განხორციედა კვლევა მე-8 და მე-9 კლასის მოსწვლეებში, მასწავლებლებსა და სკოლის ლიდერებში. მე განვახორციელე ინტერვიუ მოსწავლეებთან. 


2019 წელს, მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე „ეგ არის და გორის ციხე“, რომელიც განახორციელეს საგანმანათლებლო პროგრამა Minecraft Education Edition -ის გამოყენებით. 



2020 წლის 20-21 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ციფრული სკოლა - საქართველო“ ორდღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის პირველ დღეს პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ციფრული სკოლა მათ რეალობაში და როგორ განახორციელეს ეს იდეა. ამავე დღეს უნივერსიტეტის ღია სივრცეში პოსტერების გამოფენა გაიმართა, სადაც თითოეული სკოლის გამოწვევა, მიზანი, ციფრული ხედვა, სტრატეგია, განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგებია ასახული.
პროექტი „ციფრული სკოლა - საქართველო“ საქართველოს 7 რეგიონის 60 საჯარო სკოლაში 2019 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტს ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.

კონფერენციაზე სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლას წარმოდგენილი ჰქონდა პოსტერი. პრეზენტატორი მარინე ჩიტაძე.









Комментариев нет:

Отправить комментарий