Страницы

PH international

2022 წლის 17 მაისი-1 ივნისი

სასწავლო კურსი აშშ-ში

პროგრამის დასკვნითი ნაწილი ითვალისწინებდა სასწავლო ვიზიტს აშშ-ში. საქართველოს მასშტაბით შერჩეულ იქნა 23 მასწავლებელი სამივე  საგნიდან (სამოქალაქო განათლება, ტექნოლოგიები, ინგლისური ენა), რომლებიც ვიყავით  PH International-ის ფინალისტებიაშშ-ში ვიზიტის დროს  ვეცნობოდით ამერიკულ კულტურას, ვსტუმრობდით სკოლებს და ვესწრებოდით გაკვეთილებს, ვისწავლეთ  ამერიკელი მასწავლებლებისგან  სასწავლო გეგმის ინტეგრირება და გუნდური/ინტეგრირებული სწავლება.  სკოლებში ვიზიტისას დაგვხვდა არაფორმალური, მეგობრული და სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, უნრებზე დაფუძნებული სწავლება, გუნდური (ინტეგრირებული)  სწავლება რომელიც ეფუძნება პრაქტიკას და პრაქტიკულ გამოცდილებას, სტუდენტების მიერ განხორციელებული პროექტები, საინჟინრო და ტექნიკური ლაბორატორიები, ბევრი კეთილმოწყობილი კლუბი სხვადასხვა პროფესიის სწავლებისთვის, კარგად შემუშავებული, ორგანიზებული  მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის სისტემა. სკოლის ფილოსოფიაა მოექცეს მოსწავლეებს როგორც ახალგაზრდებს და არა ბავშვებს.


 











2022 წლის იანვარი -მაისი

ფინალისტად შერჩეულ მასწავლებლებს შერჩეულ მასწავლებლებისთვის ტარდებოდა ტრენინგები  და სამუშაო შეხვედრები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მონაწილე მასწავლებლებმა დავგეგმეთ  ინტეგრირებული პროექტები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ახალი სასწავლო წლიდან. 


მასალა

ვებ-გვერდი ბმული

ჩემი ჯგუფის ნამუშევრები



2019 წლის ივლისი

ნახევარფინალისტი მაასწავლებლებისთვის საზაფხულო სკოლა ქობულეთში, სადაც ტარდებოდა ტრენინგები და მასწავლებლები ატარებდნენ ინტეგრირებულ სამოდელო გაკვეთილებს.






მასალა


2019 წლის 7-8 ივნისი

შემაჯამებელი კონფერენცია



 




მასალა

2018-2019 სასწავლო წელი

2018-2019 სასწავლო წელს დაიწყო ტრენინგები და ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიის სემინარები, რომლებსაც სკოლიდან ვესწრებოდით სამი საგნის (სამოქალაქო განათლება, ინგლისური ენა, ტექნოლოგიები) მასწავლებელი, ამ ტრენინგების და სემინარების  მიზანი იყო სამივე საგნის მასწავლებელს შეესწავლა გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება ინტეგრირებული სწავლების  მიდგომების გამოყენებით. ყოველი სემინარის შემდეგ, ვატარებდით  ინტეგრირებულ გაკვეთილებს, უცხოელი და ადგილობრივი ტრენერების დაკვირვების ქვეშ.  

გაკვეთილის გეგმები









Комментариев нет:

Отправить комментарий