Страницы

ჩემი აქტივობები

2022 წლის 6-7 მაისი

2022 წლის 6-7 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით კონფერენცია. IRCEELT-2022. ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ გაიმართა, მონაწილეობდნენ მკვლევარები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


2022 წლის 12 იანვარი

2022 წლის 12 იანვრს ევროპული განათლების ფონდის (ETF) და ინოვატორ პედაგოგთა ქსელის ორგანიზებით  ჩატარდა ვებინარი: „Robotics and 3D printing in Education Confirmation“. 3D ბეჭდვა და რობოტიქსი განათლებაში".



მასალა


ჩემი მენტორობით ჩატარებული სამუშაო შეხვედრა

2021 წლის 23 დეკემბერს, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, პირველ ეტაპზე ჩართული სკოლების კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლებმა, გამოცდილება გაუზიარეს პროექტში ახლად ჩართული სკოლების მასწავლებლებს. დიდი მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის ნინო გეჯაძეს, ხათუნა კბაიძეს, ირმა საათაშვილს

https://www.facebook.com/marika.chitadze.5/posts/10224081707382010



2021 წლის 14-15 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარდა ონლაინ ტრენინგი "მედიაეკონომიკა" მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის და "Happy on life" მე-2 და მე-3 კლასელებითვის.


2021 წლის 7-9 ივლისს ტარდება მასწავლებელთა კონფერენცია-"კომპიუტერული ტექნოლოგიები სკოლაში", სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები, ასევე სხვა საგნის მასწავლებლები ვინც წარმატებით იყენებს ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებლები წარმოადგენენ მათ მიერ განხორციელევბულ კომპლექსურ დვალებებს. დღეს, 08.07.2021 კონფერენციაზე გორიდან მონაწილეობდა ორი პედაგოგი: სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლლა ბედოშვილი და სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ქეთევან ბესტავაშვილი. ორივე პედაგოგმა საინტერესო კომპლექსურ დავალებები წარმოადგინა.


2021 წლის 17 აპრილს ჩატარდა სამიტი "სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება", რომელსაც ატარებს საერთაშორისო საგანმანათლებლო ჯგუფი T4 Education & Our World
THE TEACHER TECH SUMMIT: Teachers will lead the digital learning revolution in schools


Комментариев нет:

Отправить комментарий