Страницы

მეწარმეობა

2022 წელი

                         საერთაშორისო პროექტი "Technovation Girls"

„ტექნოვეიშენ გოგონები“ საერთაშორისო, ტექნოლოგიურ-სამეწარმეო და საგანმათლებლო პროგრამაა, რომელიც 13 დან 18 წლის ასაკის გოგონებს აღჭურავს იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ ტექნოლოგ მეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაემხარებათ.

გოგონათა ჯგუფები, მოხალისე მენტორთან ერთად, თავიანთ საზოგადოებაში არსებული რეალური გამოწვევებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად ტექნოლოგიურ პროექტს შეიმუშავებენ. მობილური აპლიკაცის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპის შესაქმნელად ისინი პროგრამირების საწყისებს შეისწავლიან, ამასთან ერთად, გაეცნობიან მათი იდეის შეთავაზებისა და მარკეტირების გზებს.
პროექტში მონაწილეობას იღებენ: სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მართა ჩიტიშვილი და მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი ედიშერაშვილი, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: ნია ინდუაშვილი, ანანო გივიშვილი და მარიამ ბალახაძე.

გორის #8 საჯარო სკოლისა და ურბნისის სკოლის გოგონებისგან შემდგარმა გუნდმა “გოგონები შიდა ქართლიდან” მარინე ჩიტაძის მენტორობით, 2022 წლის 15 მაისს, ტექნოპარკში ინოვაციურ გოგონათა ფორუმზე Technovation girls Sakartvelo - საინტერესო პროექტი " CO Detector" წარადგინა. გოგონების პროექტი 11 საუკეთესოთა შორის შეირჩა.
2022 წლის 20,21,22 ივლისს, ბათუმში, ჩატარდა Technovation Girls Sakartvelo 2022 ის საზაფხულო ტექნოლოგიური ბანაკი ფინალისტი გუნდებისთვის და მოხალისე მენტორებისთვის. ძალიან საინტერესო და აქტივობებით დატვირთული სამი დღე, საინტერესო პრეზენტატორებთან ერთად. ბანაკში მონაწილეობას იღებდა გუნდი „გოგონები შიდა ქართლიდან“, მოხალისე მენტორი-მარიკა  ჩიტაძე. გუნდი შედგებოდა ხუთი მოსწავლისგან, სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლიზი ედიშერაშვილი და მართა ჩიტიშვილი. სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნია ინდუაშვილი, ანანო გივიაშვილი და მარიამ ბალახაძე.


2019 წელი


პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში პროფესიული განათლება სკოლებში


ფოტო მასალა

მასალა








2017-2018 სასწავლო წელი


2017-2018 სასწ.წელს ა(ა)იპ "ინოვაციური განათლების ფონდი", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, კორპორაცია intel თან ერთად ახორციელებდა პროექტს ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის კურსი. კურსი მიზნად ისახავდა ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და სტარტაპის წამოწყების ძირითადი ასპექტების შესწავლას მოზარდებსა და ზრდასრულებში 16 დან-25 წლამდე ახალგაზრდები: სკოლის მოსწავლეები, კოლეჯის მსმენელები, უნივერსიტეტის სტუდენტები, მცირე მეწარმეები.  მარინე უძღვებოდა ამ კურსს, რომელიც ხორციელდებოდა გორის სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე.  პროექტში ჩართულიიყო ა გორის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა  ბლოგი.





ბლოგი

ფოტო მასალა

მასალა

Комментариев нет:

Отправить комментарий