Страницы

მოხალისეობრივი საქმიანობა

 

2022 წელს  მონაწილეობა მივიღე მოხალისე მენტორად საერთაშორისო პროექტში „Technovation Girls“ და მონაწილეობა მივაღებინე ჩემს მოსწავლეებსაც.   მენტორობას ვუწევდი  ორი სკოლის ხუთი გოგონასგან შემდგარ გუნდს. გოგონებმა ჩემი მენტორობით შექმნეს მობილური აპლიკაცია „CO Detector”, დაწერეს ბიზნეს გეგმა და მოხვდნენ 11 საუკეთესო გუნდს შორის საქართველოს მასშტაბით. გოგონები გამოვიდნენ „Technovation Girls Sakartvelo“-ს შემაჯამებელ კონფერენციაზე მომხსენებლად, დაჯილდოვდნენ, ივლისის თვეში გაემგზავრნენ  სასწავლო ტექნოლოგიურ ბანაკში. 


მოხლისე მენტორები




2020 წლის გაზაფხულზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დისტანციური სწავლების ერთ-ერთ საშუალებად ელექტრონული ფორმატი განიხილა, როგორც ალტერნატივა შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და გააძლიერა აღნიშნული მიმართულებები. საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცე, რომლებშიცახალი სკოლის მოდელისმოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებოდნენ. ამ მოხალისეთა შორის ვარ მეც  და  დიდი  დახმარება გავუწიე გორის რაიონის მასწავლებლებს, შევქმენი Teams პლათფორმაზე ჯგუფი (ჯგუფის კოდი scy8g3c) სადაც კვირაში ორჯერ ვატარებდი შეხვედრებს დისტანციურად, ასევე მასწავლებლებთან მქონდა სატელეფონო კონსულტაციები.



Комментариев нет:

Отправить комментарий