საკლასო საათი-ჩემი თანაკლასელი ჩემი მეგობარია
საკლასო საათის მიზანი:
·
მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება ;
·
თვითოეულ მოსწავლეში თვითშეფასების უნარის გაუმჯობესება;
·
სხვისი დადებითი თვისებების აღიარება.
მსვლელობა:
1.
ანიმაციური
ფილმის „სიკეთე ყოველთვის უკან გიბრუნდება“ ჩვენება.https://www.youtube.com/watch?v=wUNKDbwFuhc
2.
ფილმის მაგალითზე ბავშვები ისაუბრებენ ადამიანთა ურთიერთობებზე, როგორ ვეხმარებით სხვებს, როგორ გვეხმარებიან სხვები. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარ -ჩვევა, როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიღებული ცოდნის პირად ცხოვრებაში გამოყენება.
3. სლაიდ შოუს ჩვენება“ ჩვენი კლასი“ . ხაზი გაესმევა რომ მეგობრობას , რომელიც ჩაისახა მათ შორის ოთხი წლის წინ და ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ღრმავდება . სალიდ შოუში წარმოდგენილია მათი პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასში გადაღებული სურათები . სლაიდ შოუს ჩვენების დროს მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ გასული წლების კურიოზები და სახალისო თავგადასავლები.
4.
ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა:
სალიდ შოუს დასრულების შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს დაასახელონ ერთმანეთის დადებითი თვისებები : მაგ. მე მიყვარს გიორგი იმიტომ რომ ის მხიარული ბავშვია
5.
პრაქტიკული დავალება:
შემდგომ შევთავაზებ მოსწავლეებს მხიარულ თამაშს: თვითოეულ მოსწავლეს ზურგზე დაუმაგრდება თაბახის ფურცელი, რომელზედაც თანაკლასელებმა უნდა
ჩამოუწერონ მისი დამახასიათებელი დადებითი თვისებები (მხოლოდ დადებითი). მაგ. ნინი შენ ხარ კეთილი, ბეჯითი, მხიარული გოგონა. რა კარგია რომ შენ ჩემი თანაკლასელი ხარ. (ეს ფურცლები ინახება კლასის პორტფოლიოში !)
6.
დასკვნითი დავალება
მოსწავლეებს
მივცემ ფორმატის ქაღალდს , სადაც უნდა განათავსონ თავისი სურათები (პაზლის პრინციპით). ეს პლაკატი გახდება ამ კლასის მოსწავლეთა მეგობრობის და ერთიანობის სიმბოლო
შედეგი
საკლასო საათის პირველივე წუთებიდან კლასში შეიქმნა განსაკუთრებულად მეგობრული და თბილი გარემო: მოსწავლეები იხსენებდნენ დაწყებით კლასებში გადამხდარ მხიარულ თავგადასავლებს , ღიმილით საუბრობდნენ ერთმანეთის ჩვევებზე, ხალისით ასრულებდნენ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ დავალებებს და ერთობლივად მუშაობდნენ პლაკატის შექმნაზე .
Комментариев нет:
Отправить комментарий